Netgazeti.ge
netgazeti.ge.web.brid.gy
Netgazeti.ge
@netgazeti.ge.web.brid.gy
ნეტგაზეთი, ახალი ამბები საქართველოდან

🌉 bridged from https://netgazeti.ge/ on the web: https://fed.brid.gy/web/netgazeti.ge
მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
პოლიციელ ლუკა ხურცილავას, რომელსაც 16 წლის მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 15 თებერვალს მიიღო. ბრალდებული პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 13 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თავად გაავრცელა ინფორმაცია 10 თებერვალს, ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ მომხდარი ფაქტის შესახებ, როცა პოლიციელებმა მოზარდი შავი საღებავის 3 ცალი პულვერიზატორიანი ქილით საეჭვოდ მიიჩნიეს. „პოლიციელებს არასრულწლოვანმა […] The post მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 16, 2026 at 2:57 AM
„სანგრები გათხარეთო“ — ზელენსკიმ მიუნხენში გაიხსენა, რა ურჩიეს ამერიკელებმა ომამდე
„ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ომის საიმედოდ დასრულება შესაძლებელია უკრაინის გაყოფით“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. უკრაინის პრეზიდენტმა გააფრთხილა ლიდერები, არ გაიმეორონ 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება, როდესაც ევროპის ნაწილი დათმეს ომის თავიდან ასაცილებლად და კატასტროფა მიიღეს. ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო უკრაინელი ხალხის გამძლეობის ქებას და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტური მოქმედებისკენ […] The post „სანგრები გათხარეთო“ — ზელენსკიმ მიუნხენში გაიხსენა, რა ურჩიეს ამერიკელებმა ომამდე appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 14, 2026 at 11:57 PM
რუსეთმა ნავალნი ბაყაყის შხამით მოკლა — გამოძიება
რუსეთმა ალექსეი ნავალნი ციხეში იშვიათი ტოქსინით მოწამლა, — ამ დასკვნამდე მივიდნენ ხუთი ევროპული ქვეყნის ექსპერტები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალები დამოუკიდებლად შეისწავლეს. ნავალნის ბიომასალებში, რომლის ქვეყნიდან გატანა მისმა ოჯახმა კონტრაბანდული გზით მოახერხა, აღმოაჩინეს ნივთიერება ეპიბატიდინი — ეს არის სასიკვდილო ტოქსინი, რომელიც 1974 წელს სამხრეთამერიკული შხამიანი ბაყაყის კანში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი სინთეზურადაც მიიღეს. ეს არის ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს მთელი […] The post რუსეთმა ნავალნი ბაყაყის შხამით მოკლა — გამოძიება appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 14, 2026 at 11:57 PM
სუპერმარკეტის ძარცვის ბრალდებით 3 არასრულწლოვანი დააკავეს
პოლიციამ, ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი – 2010 წელს დაბადებული ლ.ს, 2008 წელს დაბადებული მ.ხ. და 2009 წელს დაბადებული დ.გ. – დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო […] The post სუპერმარკეტის ძარცვის ბრალდებით 3 არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 14, 2026 at 11:57 PM
რას მოიტანს კობახიძისა და სარჯველაძის შეხვედრა დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს შეხვდნენ. ადმინისტრაციის უფროსის დაპირებისამებრ, ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძესაც შეხვდება. მშობლები ფრთხილი იმედით ელიან მოვლენების განვითარებას. მშობლები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქებისა და მართვისთვის საჭირო მედიკამენტები შეიძინოს, რაც იმდენად ძვირადღირებული გზაა, რომ ოჯახები დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევისა […] The post რას მოიტანს კობახიძისა და სარჯველაძის შეხვედრა დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 9:57 PM
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქებს “ოცნების” განათლების რეფორმას
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) ეხმაურება “ქართული ოცნების” განათლების რეფორმას, რომელსაც ოპონენტები “დეფორმად” მოიხსენიებენ. უნივერსიტეტის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რეფორმა დადებითადაა შეფასებული. შეგახსენებთ, რომ აწსუ იმ რამდენიმე უნივერსიტეტს შორისაა, რომელიც ცვლილების შემდეგაც ინარჩუნებს მრავალფუნქციურ სპეციალობებს და არ გაუუქმდება ფაკულტეტები. ეს იმ ფონზე, როცა საჯარო უნივერსიტეტთა უმრავლესობაში გაუქმდა პროგრამების უდიდესი ნაწილი, რაც, თავის მხრივ ამცირებს […] The post ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქებს “ოცნების” განათლების რეფორმას appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:56 PM
„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ — რა იზეიმეს ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისში
„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“, — ეწერა მოსაწვევს, რომელიც ირანის საელჩომ საქართველოში ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს დაუგზავნა. მოსაწვევის ფოტო აღმოსავლეთმცოდნემ, პროფესორმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა. მოსაწვევზე, რომლითაც ელჩი გიორგი სანიკიძეს ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღის აღასანიშნავ მიღებაზე ეპატიჟება, ინგლისურად ასევე წერია: „ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“, რაც შაჰ-აბასის ლაშქრობების შემდეგ ქართველების იძულებითი გადასახლების პერიოდს ემთხვევა. „მოწვევის […] The post „ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ — რა იზეიმეს ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისში appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:56 PM
„ტროტუარის საქმეებში ასპარეზზე ლევან მურუსიძე გამოჩნდა“ — ადვოკატი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა ე.წ. ტროტუარის საქმე ლაშა სონგულიას მიმართ და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის შსს-სთვის დაბრუნების შესახებ. ლაშა სონგულიას ადვოკატი მარიკა არევაძე ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ. ტროტუარის საქმეებში ასპარეზზე ლევან მურუსიძე გამოჩნდა. „ლაშა სონგულია აქტიურად მონაწილეობს პროტესტში. ერთხელ უკვე იყო დაკავებული გზის […] The post „ტროტუარის საქმეებში ასპარეზზე ლევან მურუსიძე გამოჩნდა“ — ადვოკატი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:57 PM
6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება. ამის შესახებ ნეტგაზეთს გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს. თუმცა, მათივე განცხადებით, აკრძალვა შეეხება 6 წელზე მეტი წლოვანების ჰიბრიდულ მანქანებს. „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა ეს აკრძალვა იმ ავტომობილებს შეეხება, რომელთა ტრანსპორტირება […] The post 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:56 PM
როგორ შემცირდა სტუდენტების კვოტები ISET-ში
თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აქვეყნებს ინფორმაციას, დაანონსებული რეფორმით როგორ მცირდება სტუდენტების კვოტები უშუალოდ მათთან მიმართებაში. ISET აცხადებს, რომ: ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 40%-ით (165-დან 100-მდე), მიუხედავად იმისა, რომ ISET: ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაა ქვეყანაში; ერთადერთია (ეკონომიკაში), რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან; 6 წელია ყველაზე […] The post როგორ შემცირდა სტუდენტების კვოტები ISET-ში appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 1:56 PM
„თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის – მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს „თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები […] The post „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის – მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 1:56 PM
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ჯერ კიდევ 19 დეკემბერს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ გვითხრა, რომ ნებისმიერი ბრალდებულის მიმართ იმსჯელებდნენ საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუკი ის კანონმდებლობის შესაბამისად, „ჩადენილ ქმედებას აღიარებდა და მტკიცებულებებს მიიჩნევდა უდავოდ, თავს ცნობდა სრულად დამნაშავედ“ და შესაბამისი მიმართვითა და განცხადებით […] The post 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 1:56 PM
“გზის გადაკეტვის” საბაბით კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება სისხლის სამართლებრივი დევნა
პროევროპულ აქციაზე, “გზის გადაკეტვის” საბაბით პატიმრობა ემუქრება კიდევ ერთ მოქალაქეს, პედაგოგ სოფიო როინიშვილს. დაახლოებით ერთი თვის წინ, იმავე საფუძვლით, როინიშვილი ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად – 24-დან 28 იანვრამდე პერიოდი გურჯაანის იზოლატორში გაატარა. “ქართული ოცნების” დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მეორედ დარღვევამ უნდა გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, როინიშვილისთვის შედგენილი […] The post “გზის გადაკეტვის” საბაბით კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება სისხლის სამართლებრივი დევნა appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 1:56 PM
“საქართველოს რკინიგზა” აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით თბილისი მიმოსვლას არ განიხილავს
“საქართველოს რკინიგზა” აფხაზეთის გავლით შესაძლო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე რუსული მხარის ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში”, […] The post “საქართველოს რკინიგზა” აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით თბილისი მიმოსვლას არ განიხილავს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 1:56 PM
რომელი უნივერსიტეტი რამდენ სტუდენტს (არ) დაკარგავს „ოცნების“ რეფორმით
განათლების ექსპერტები, შალვა ტაბატაძე და ქეთევან ჩაჩხიანი საუნივერსიტეტო პროგრამების ახალი კვოტების 2025 წლის საბაკალავრო პროგრამებთან შედარებით ანალიზს აქვეყნებენ. ანალიზმა აჩვენა, რომ 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3,000 ადგილითაა შემცირებული. ყველაზე მეტ სტუდენტს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაკარგავს. ახალი კვოტებით, 2025-2026 წელთან შედარებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა 92%-ით შემცირდა. […] The post რომელი უნივერსიტეტი რამდენ სტუდენტს (არ) დაკარგავს „ოცნების“ რეფორმით appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 11:56 AM
ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს
ესტონეთს საქართველოდან ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს. აქამდე ესტონეთს საქართველოსა და სომხეთში ერთი ელჩი ჰყავდა. ელჩის რეზიდენცია თბილისში იყო და ის სომხეთს საქართველოდან ფარავდა. როგორც ესტონური მედია წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ელჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს და შეწყვიტოს მისი […] The post ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 9:55 AM
BBC-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა, „ოცნება“ საპასუხო მიმართვას ამზადებს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, BBC-ისგან პასუხი მიიღეს, რომ არ გადახედავენ საკუთარი ჟურნალისტურ გამოძიებას. პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საპასუხო მიმართვას ამზადებს და ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლომდე მიჰყვება. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ მათი პასუხი. მათ წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიცია […] The post BBC-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა, „ოცნება“ საპასუხო მიმართვას ამზადებს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 9:56 AM
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის – სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის. ამის შესახებ ნეტგაზეთს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაგზავნილი კითხვის პასუხად მოსწერა. ნეტგაზეთმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე. უცვლელად გთავაზობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხს: „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის […] The post აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის – სახელმწიფო დეპარტამენტი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 9:56 AM
ვისია მომავალი? |რატი რატიანი
ავტორი: ნინო სურამელაშვილი [რატი რატიანი], მწერალი საქართველოს მომავალზე რომ ვფიქრობ, თუ არაფერი შეიცვალა, განვითარების მხოლოდ ერთ ვარიანტს ვხედავ – ეგრეთ წოდებული, ძალოვანი სტრუქტურების. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყანაში იქნება ახალგაზრდა კაცების არმია, რომელიც საარსებოდ და გადასარჩენად ერთადერთ გზას დაინახავს – გახდეს ან პოლიციელი ან სპეცრაზმელი, რომ ის შემოსავალი და პრივილეგიები ჰქონდეს, რაც არცერთ ჩვენგანს აღარ […] The post ვისია მომავალი? |რატი რატიანი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 7:55 AM
„თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
გამჭვირვალობისა და საუკეთესო ანგარიშგების აღიარება – „თეგეტა“ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მფლობელია. კომპანიას საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორიაში გადაეცა. ეს წარმატება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც „თეგეტამ“ გასულ წელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიაში პირველად წარადგინა. ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ეს აღიარება ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი – უმაღლესი […] The post „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 7:55 AM
მზექალა შანიძე: ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადამიკოსი მზექალა შანიძე აკრიტიკებს უმაღლესი განათლების სფეროში “ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელსაც განათლების სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები “დეფორმას” უწოდებენ: “ტრადიციული პროფილების მიხედვით ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს. საბჭოთა პედინსტიტუტის ვიწრო პროფილი არ შეესაბამება ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე ამოცანებს”, – უთხრა 100 წლის აკადემიკოსმა “ნეტგაზეთს” ცვლილებების შეფასებისას. “ოცნების” ახალი გადაწყვეტილებით, ილიას უნივერსიტეტი სტუდენტებისა […] The post მზექალა შანიძე: ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 7:56 AM
რუსეთი კვლავ საუბრობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სურვილზე
რუსეთი განიხილავს საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, — ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განუცხადა. „მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა ბლოკირებული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით“, — განაცხადა მან. რუსეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია „დიდი ამოცანის“ გადასაჭრელად, […] The post რუსეთი კვლავ საუბრობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სურვილზე appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:55 AM
“არასწორია ფოკუსირება მხოლოდ ილიაუნიზე, ეს ცვლილებები ეხება ყველას” – განათლების ექსპერტი
განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების გადანაწილების შესახებ დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავის კრიტიკულ შეფასებას ავრცელებს. ის რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც უცვლელად გთავაზობთ: “მხოლოდ ილიაუნიზე აქცენტი არასწორია” არასწორია ფოკუსირება მხოლოდ ილიაუნის პროგრამების გაუქმებაზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს მთლიანად უმაღლესი განათლების კონტროლზე, დამორჩილებასა და გაუქმებაზე. ეს ცვლილებები ეხება ყველა უნივერსიტეტს, ყველგან მოხდება რეორგანიზაცია და რეორგანიზაციას […] The post “არასწორია ფოკუსირება მხოლოდ ილიაუნიზე, ეს ცვლილებები ეხება ყველას” – განათლების ექსპერტი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:55 AM
“დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი” – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი
ისტორიკოსი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი განათლების დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს, ფაკულტეტების დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს. მისი შეფასებით, “დღევანდელი გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედ უკლებლივ ყველა საბაკალავრო პროგრამაზე მიღების შეწყვეტით (გამონაკლისია სახელდახელოდ შეკოწიწებული ე.წ. „ქართულ-აფხაზური ფილოლოგიის“ ახალი, „კომბინირებული“ საბაკალავრო პროგრამა), ფაქტობრივად, დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი”. “ამგვარი […] The post “დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი” – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:55 AM
ილიაუნის სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
ილიას უნივერისტეტის სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ილიაუნის უკრძალავს სტუდენტების მიღებას პროგრამების უმეტესობაზე. ისინი ილიაუნის შენობასთან შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს – დააანონსეს მორიგი აქცია კვირას, 15.00 საათზე დედაენის ბაღში. “დღეს „ქართულმა ოცნებამ“კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით სფრთხე ემუქრება უნივერსიტეტის ღირებულებებს, […] The post ილიაუნის სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
February 13, 2026 at 3:55 AM