რადიო თავისუფლება
radiotavisupleba.ge.web.brid.gy
რადიო თავისუფლება
@radiotavisupleba.ge.web.brid.gy
საქართველოსა და მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, ვიდეო, პოდკასტები, ჟურნალისტური გამოძიება, სპორტი, მუსიკა, კინო, ინტერვიუ.

[bridged from https://radiotavisupleba.ge/ on the web: https://fed.brid.gy/web/radiotavisupleba.ge ]
ბულგარეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს
ილიანა იოტოვამ ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 22 იანვარს უფლებამოსილება შეუწყვიტა რუმენ რადევს. 19 იანვარს რუმენ რადევმა თავის რიგგარეშე მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ცხრა წლის თავზე ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. ეს მოხდა მოახლოებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე და საზოგადოებაში გავრცელებული იმ ვარაუდების ფონზე, რომლის მიხედვითაც, რადევი ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარ...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 3:43 PM
ქართველების სიძე, „აგენტის შვილი“ და მათი პატარა კინომარგალიტი
„ორნი“(სსრკ, 1965, რეჟისორი მიხაილ ბოგინი)18 იანვარს 80 წელი გავიდა საბჭოთა და ამერიკელი მსახიობის, მწერლის, სცენარისტის, ვიქტორია ფედოროვას დაბადებიდან. ეს ქალი, რომელიც ულამაზესად ითვლებოდა საბჭოთა კინემატოგრაფიულ წრეებში, 2012 წელს შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ჰოლივუდში გადაღებაც მოასწრო, წიგნებიც გამოსცა, თუმცა კინოს ისტორიაში დარჩა, როგორც მთავარი როლების შემსრულებელი მიხაილ ბოგინის ფილმებში „ორნი“ და „სიყვარულის შესახებ“. მიხაილ ბოგინის პირველი მეუღლე, კინომცოდნე რუსუდან თიკანაძე...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 1:38 PM
ტროტუარზე პროტესტისთვის ნუკრი კაკულიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ნურკი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუკრი კაკულიას 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს და...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 1:38 PM
ტროტუარზე პროტესტისთვის ნათია ჭავჭანიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნათია ჭავჭანიძეს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ "აღნიშნული მუხლის, რომლითაც იგი...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 11:37 AM
დონალდ ტრამპმა გააუქმა "მშვიდობის საბჭოში" კანადის პრემიერ-მინისტრის მოწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ აუქმებს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთვის "მშვიდობის საბჭოში" გაგზავნილ მოწვევას. "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კარნი, ნება მიბოძეთ, ეს წერილი იყოს დადასტურება იმისა, რომ მშვიდობის საბჭო აუქმებს თქვენს მოწვევას კანადის წევრობასთან დაკავშირებით ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში, რომელიც კი ოდესმე შეკრებილა. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - დონალდ ჯ. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 11:37 AM
ტროტუარზე პროტესტისთვის მიშა ზაქარეიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო მიშა ზაქარეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების შემდეგ მიშა ზაქარეიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფ მეგობრებს პირადი ნივთები გადასცა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზში გაისმა: “მონა ხარ!” “მორიგი სირცხვილი!” შინაგან საქმეთა სამინისტრო მიშა ზაქარეიშვილს 17 დეკემბერს...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 11:37 AM
ტროტუარზე პროტესტისთვის ანი ახმეტელი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ანი ახმეტელი სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო შსს-ში სამართალწარმოების დაწყების შესახებ ანი ახმეტელმა 23 დეკემბერს შეიტყო. საქმეში დევს პოლიციის მაიორის, გიგა ბატკუაშვილის შედგენილი ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ახმეტელს ედავებიან 17 დეკემბერს „ხალხის სავალი ნაწილის...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 11:37 AM
ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის საკითხი საკვანძოა და ის აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე აუცილებლად იმსჯელებენ 23 იანვარს აბუ დაბიში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ზელენსკის სიტყვებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს. „დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე დღეს და ხვალ იმსჯელებენ აბუ-დაბიში. განხილული იქნება სამივე მხარის ხედვა“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა,...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 11:39 AM
ტროტუარზე პროტესტისთვის ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლუკა ნაგლიაშვილს 17 პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ლუკამ გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მეგობრებს ხელით ანიშნა. “ნახვამდის” - დაიძახა...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 9:36 AM
ჩეხებმა უკრაინისთვის 22 მლნ-ზე მეტი შეაგროვეს გენერატორების შესაძენად
ჩეხურმა ინიციატივამ „Darek pro Putina“ („საჩუქარი პუტინისთვის“) დაახლოებით 22 მილიონი ჩეხური კრონა შეაგროვა კიევისთვის გადასაცემი გენერატორების შესაძენად. უკრაინა რუსეთის მიერ ენერგეტიკის ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად სათბობისა და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის. „ჩვენი საქველმოქმედო კამპანია ძალიან კარგად იკრებს ძალებს“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმს“ ინიციატივის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ონდრაჩეკმა. მისი თქმით, ორგანიზაცია SOS...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 9:36 AM
სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა - საია
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის თამარ ონიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ონიანმა, ორგანიზაციის ოფისში დღეს 23 იანვარს გამართუ ბრიფინგზე განაცხადა. მისი სიტყევბით, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი. „საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 9:36 AM
უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ პენზაში იწვის "როსნეფტის" ნავთობბაზა
23 იანვრის ღამეს, დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა კომპანია “როსნეფტის” პენზის ნავთობის საცავში, - იტყობინება პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ოთხი დრონი ჩამოაგდეს. „ერთის ნამსხვრევები კი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამჟამად იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა ოლქის გუბერნატორმა. უკრაინული Telegram-არხები Supernova+ და Exilenova+ იუწყებიან, რომ იწვის კომპანია "როსნეფტის" საკუთრებაში არსებული...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 9:36 AM
ტროტუარზე პროტესტისთვის დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯამბურია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. „სამსახური აქვს და ვერ ცხადდება დღეს, წინა შემთხვევაშიც გათავისუფლება მოუწია“, - თქვა მისმა ადვოკატმა ანა გეწაძემ სხდომაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ჯამბურიას პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 9:36 AM
ზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები. თუმცა ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ შეინიშნება ქვეყნებს შორის დადებითი ეკონომიკური ტენდენციები და განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს“: „საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 7:32 AM
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა, მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, ცოლ-შვილი, ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. "ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი... მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში... ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის... არის ევროკავშირის ღირსეული წევრი... მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 7:33 AM
4-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - სანდრო მეგრელიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. „ბრავო! სანქციები!“ - გაისმა სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „სანდრო, ყოჩაღ!“, “ჯიგარი ხარ!“, - ისმოდა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდრო მეგრელიშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 7:32 AM
„უმეროვი, ბუდანოვი...“ -  ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციაში, რომელიც 23 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრება რუსეთsa და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის, ხუთი ადამიანია: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 7:33 AM
ვოლოდიმირ ზელენსკი "ვიქტორზე": “...იმსახურებს კინწის კვრას“
22 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპის ხარჯზე ცხოვრობენ, მაგრამ მის ინტერესებს ყიდიან, თავში წამორტყმის ღირსი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას მან ახსენა „ვიქტორი“, ამ სახელის კი ევროპაში ერთადერთი მოქმედი ლიდერია: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. “ყველა ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულით ცხოვრობს და ამავდროულად ცდილობს ევროპული...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 5:32 AM
ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერ “მოსკვაზე“ დაღუპული მეზღვაურების შესახებ
რუსეთის დასავლეთის ოლქის მეორე სამხედრო სასამართლომ უკრაინის საზღვაო ძალების 406-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ანდრეი შუბინს, დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების თანახმად, 2022 წლის აპრილში სწორედ ანდრეი შუბინის ბრძანებით იქნა მიტანილი სარაკეტო იერიში კრეისერ „მოსკვასა“ და ფრეგატ „ადმირალ ესენზე“. „აფეთქების, ხანძრისა და კვამლის შედეგად კრეისერის ეკიპაჟის ოცი წევრი დაიღუპა, ოცდაოთხმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო,...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 5:35 AM
დღეს 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
23 იანვარს გამთენიისას დასრულდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სიტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, რომლის თქმითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ის და უკრაინის...
www.radiotavisupleba.ge
January 23, 2026 at 5:37 AM